***


სიყვარულზე უმღერიათ მერცხლებსა და მზეწვიებს,
სიყვარულო, სიკვდილამდე კიდევ ერთხელ მეწვიე...

ვარდისფერად შემიღებე ქარვისფერი ღაწვები,
კიდევ ერთხელ გადამრიე, ამირიე დავთრები,

შენი გრძნობის ლაბირინთში წავალ, დავიკარგები,
მერე ღვინით, შემოდგომის, კიდევ ერთხელ დავთვრები.

თმას ღვინისფრად შევიღებავ, ვინ შემამჩნევს ჭაღარას,
მერე რა, თუ ჩემი გული მონატრებამ დაღალა,

მერე რა, თუ,  ეს ცხოვრება უშენობამ დაღარა,
მერე რა, თუ ეს თვალები ცრემლს ინახავს, პატარას.

სიყვარულზე უმღერიათ მერცხლებსა და მზეწვიებს,
სიყვარულო, სიკვდილამდე ერთხელ კიდევ მეწვიე!

ნინო მღებრიშვილი
31 აგვისტო 2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი