ვიცი, დაგკარგავ...


თოვლი მოვა და თეთრი ფიფქები
დაეფარება სამყაროს საბნად,
მთელი ცხოვრება შენ დაგეძებ და
გპოულობ, მაგრამ მაშინვე გკარგავ...

მოვა თოვლი  და დღე – გაცრეცილი,
იმ საქორწილოს ჩაიცვამს კაბას,
მე რომ მინდოდა მცმოდა ქორწილში
და ეს ოცნება წარსულში დარჩა.

დღეს ჩემი სევდა სარკმელთან დგას და
ცა ნამძინარევს ძლივს ახელს თვალებს,
მე მინდა მქონდეს ისეთი სახლი,
სად სადედოფლოს ჰკერავენ კაბებს.

მალე ჩამოთოვს...  თოვლის ფიფქები
დაფინება სამყაროს საბნად,
მე ახალ თოვლში მოვძებნი შენს კვალს,
ვიცი, გიპოვი, მაგრამ დაგკარგავ...

ნინო მღებრიშვილი
1 დეკემბერი 2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი