სხვის ჭერქვეშ გათენებული


სხვის ჭერქვეშ გათენებული
ჩუმად დავთვალე ღამე,
ვის დავკარგვივარ, რას ვეძებ,
განა მინდოდა რამე?

სულ ერთი პეშვი სითბო და
ცრემლი ღიმილში ვმალე,
აუხდენელი ნატვრები
გულში უსიტყვოდ ვშალე.

ცრემლდაუყრელი ახლობლის
გულით ვატარე სახე,
სხვისი ვიტირე ჭირი და
ჩემი სიზმრებში ვნახე.

უსიყვარულოდ, უმზეოდ,
მოხუცი გავხდი მალე,
სხვის ჭერქვეშ გათენებული
ღამე ვთვალე და ვთვალე...

ნინო მღებრიშვილი
23 იანვარი 2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი