*** (ვიღაცას მზისკენ უვლია თოვლში)
ვიღაცას მზისკენ უვლია თოვლში, მის ნაფეხურებს მივყვები უხმოდ, გულში ბავშვობა დარბის და ცელქობს, "არ წახვიდეო" - დედის ხმა მიხმობს. ის მზეს ეძებდა, მე კი - ნაირმალს, ირმის ნაკვალევს ვეძებდი თოვლში, მე ვერ ვიპოვე... მან კი... ვინ იცის, მას გაუმართლა ნეტავ ჩვენ ორში? ვიღაცას მზისკენ უვლია თოვლში... ნინო მღებრიშვილი 29 იანვარი 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი