ხვალე...
"ხვალე გაზაფხული მოდის," ჩიტმა პაწაწინამ მახარა, იებს დაუსწრიათ, თოვლში აყვავებულან და გამწყრალან. დილა - საოცარი, თბილი, იის სურნელებით დამტკბარა, შენ კი დამალულხარ სახლში, მიდი, გამოაღე ფანჯარა... "ხვალე გაზაფხული მოდის" ჩიტმა, პაწაწინამ მახარა... ნინო მღებრიშვილი 29 თებერვალი 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი