მარტია...


ქარმა ფერდობებს შემოაცვა
იის მანტია,
გაიღიმილე... გარეთ უკვე
ცელქი მარტია!
და პაემანზე შავტუხა ბიჭთან,
მიეჩქარება გოგოს, - პრანჭიას,
დასჭიკჭიკებენ ჩიტები თავზე,
ცელქი მარტია...
აქ სიყვარულის სურნელი მეფობს,
გულს გაზაფხულის სუნთქვა ატყვია,
და გოგონები იკაზმებიან;
"ჩვენი თვე არის, ჩვენი მარტია!"
ქარმა ფერდობებს შემოაცვა
იის მანტია,
გაიღიმილე... გარეთ უკვე
ცელქი მარტია!

ნინო მღებრიშვილი
7 მარტი 2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი