პოეზიის ხე


პოეზიის ხე დავრგე და
ზედ რითმები ჩამოვკიდე,
მოვიკიდე წყაროს წყალი,
წვეთ–წვეთობით ამოვზიდე.

დილის ცვარი მოვაპკურე,
მზე გვირგვინად მოვაზომე,
ცისარტყელას ფერად ელავს,
სიყვარული მოვანდომე...

მუზა უკვე გაკვირტულა,
აყვავილდა, ლაღობს, ხარობს,
მუზისფერი, ციცქნა ჩიტი
შემომჯდარა ხეზე, გალობს.

პოეზიის ხე დავრგე და
ზედ ლექსები ჩამოვკიდე,
აქ მოგელი, იქნებ... იქნებ
გულმა გიგრძნოს, ამოხვიდე!

ნინო მღებრიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი