***(წუხელ სიზმრად)
წუხელ სიზმრად საქართველოს ვესაუბრე დიდხანს… დიდხანს, ცრემლმომდგარმა გასაჭირი არ დამალა, ჩუმად მითხრა. მისმა ცრემლმა დამამწუხრა, გულში წვეთ - წვეთ გაიარა, სამშობლო ხომ ქვეყანაზე ერთია და ბევრი არა. მისი წყლულის სამკურნალოდ გავეშურე, ია ვკრიფე, გზად შემხვედრი ქართველები მარცვალ - მარცვალ წამოვკრიფე. მოვიარე დედამიწა, არ დავტოვე კუთხე, მხარე, დავაბრუნე ქართველები, საქართველო გავახარე. წუხელ სიზმრად ჩვენს სამშობლოს ვესაუბრე, მოვეფერე, დედასავით მოვუარე ქართველობა შევიფერე. ნინო მღებრიშვილი 11 აპრილი 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი