სიყვარულს რად უნდა ახსნა
სიყვარულს რად უნდა ახსნა, სიყვარულს რად უნდა ფიცი, გულით სთქვი, სიტყვებით არ სთქვა, თვალები გაგცემენ, ვიცი... თუ გიყვარს შესძარი ცა და, აფრინდი ღრუბლებზე მაღლა, მეგობრად ნუ ეძებ სხვას და, სხვისი არ გჭირდება განცდა. სიყვარულს არ უნდა ფიცი, არ ჰკითხო გვირილას: "რა ვქნა?" გულზე მოწოლილი ნისლი, თქვენს შორის ჩამდგარა ლანდად. მოკრიფე ყაყაჩო ველად, სიყვარულს უხდება რადგან, სიყვარულს რად უნდა ახსნა, გულით სთქვი, სიტყვებით არ სთქვა! ნინო მღებრიშვილი 26 აპრილი 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი