გმადლობ უფალო!
მადლობელი ვარ, უფალო, გათენებული დღისთვის, სიცოცხლის ჩუქებისათვის, ამომავალი მზისთვის. იმ ყველა სიკეთისათვის, შემოდგომამ რომ იცის, სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენთვის უცეცხლოდ იწვის! ბავშვებისათვის, რომელთაც, სულ არ იციან დაღლა, ყვავილებისთვის, ცხოვრებას გვილამაზებენ რადგან. ვარსკვლავებისთვის, უსიტყვოდ რომ ციმციმებენ მაღლა, ჩიტუნებისთვის, ჭიკჭიკით სულს რომ გვითბობენ ახლა... ყოველი წვეთი ცივ - ცივი და უკვდავების წყლისთვის, გმადლობ, უფალო, ლამაზად გათენებული დღისთვის! ნინო მღებრიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი