შენ ჰფიქრობ, მხოლოდ ქალია?
წინანდალელი ნათელა შენ ჰფიქრობ მხოლოდ ქალია, ო, არა, ჩემო მგოსანო, ის ყველას ნატვრისთვალია. ღვინოა, სულში ჩაღვრილი, ყურძნის ცრემლები ფარული, ყველა ვაჟკაცის ნატვრაა გულში ჰყავთ გადამალული. ყველა მთვრალია მისით და ამღერდა, ვინც კი დალია, წინანდალელი ნათელა შენ ჰფიქრობ მხოლოდ ქალია? ის სიყვარულის ენაა! ის გრძნობის აღმაფრენაა! ნინო მღებრიშვილი 20 მაისი 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი