გოჩა, ლევანი და ბიჭები...


შემოდგომა სევდასავით შემოიჭრა,
სადღაც გაიტაცა ფიქრები,
ტელეფონს დავხედე... მირეკავდნენ,
გოჩა, ლევანი და ბიჭები.

თითქოს გაზაფხული მირეკავდა,
წამით გამეფანტა იჭვები,
ჩემი გაზაფხულის მეგობრები,
გოჩა, ლევანი და ბიჭები...

თითქოს ისევ ვიყავ სტუდენტი და,
თითქოს არაფერი შეცვლილა,
ქათინაურების ნიაღვარში,
გულში ღიმილები შეფრინდა.

სადღაც დაიკარგა წლები, – უძნელესი,
დავრჩი მეგობრების ამარა,
სუფრას მათთან ერთად მივუჯექი,
ისევ მე ვიყავი თამადა...

ჩემთან გაზაფხული მოვიდა და
გაქრა შემოდგომის ნისლები,
და დღე ღვინოსავით შეზარხოშდა,
ირგვლივ მიმოფანტა იჭვები.

ფიქრით მეფის ქალაქს მივუყვები,
უცბათ ლექსის წერად ვინთები,
გულში სიხარულად შემოფრინდნენ,
გოჩა, ლევანი და ბიჭები...

ნინო მღებრიშვილი
1 ოქტომბერი 2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი