*** (შენ დაგავიწყდი...)
შენ დაგავიწყდი და ჩვენს შორის ჩამოწვა ნისლი, შენ დაგავიწყდა, რომ სიყვარულს არ უნდა ფიცი. და ყვავილები, რომ მეგონა დაკრიფე ჩემთვის, უხმოდ, უსიტყვოდ და უგულოდ ჩაგაჭკნა ხელში. შენსკენ მოვრბოდი... ქარს კი ჩემი ეჭირა თმები, ვერ შემაჩერა... რადგან ამის არ ეყო ძალა, ახლა ბუხრის წინ მოგონების ნაპერწკლით ვთბები, და სიყვარული ჩვენს განვლილ წლებს ფერებით ფარავს. შენ დაგავიწყდი... რა ძნელია ამის გაგება, გულში გრძნობები დათარეშობს ისევ ველური, და ყვავილები, რომ მეგონა დაკრიფე ჩემთვის, აღმოჩნდა ცივი და ხელოვნური... ნინო მღებრიშვილი 21 სექტემბერი 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი