შენ გაზაფხულებს უჩემოდ ითვლი...
დაჰბრუნებიან ბუდეს მერცხლები, შეჰჭიკჭიკებენ აისს, შენ გაზაფხულებს უჩემოდ ითვლი, თუმცა მომელი მაინც... იასამანის გათრობს სურნელი, აყვავებულან ხენიც, შენ გაზაფხულებს უჩემოდ ითვლი და მოუთმენლად მელი... ვიცი, ლოდინი რარიგ ძნელია, გადაკარგულან წლები, შენზე ფიქრები თავს მევლებიან მოგონებებში ძველი. ალბათ ოდესმე მეც დავბრუნდები, შენამდე მოვალ, ვიცი, ახლა აპრილი გაცვია, ჩემო და გაზაფხულებს ითვლი! ნინო მღებრიშვილი 11 აპრილი 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი