ჩვენ, აწყვეტილი ღილები...
მგლების ხროვაში შვლის ნუკრის თვალებით უმზერ სამყაროს, ჩვენო ლამაზო სამშობლოვ განსაცდელს როგორ გაგყაროთ... როგორ მოგწმინდოთ ცრემლები, ეს ტანჯვა როგორ გაკმაროთ, ჩვენო სუნთქვავ და იმედო, გზააბნეულო ბატკანო. შენზე ვლოცულობთ დღედაღამ შენგან შორს მყოფი შვილები, შენი ლამაზი მკერდიდან ჩვენ, – აწყვეტილი ღილები! ნინო მღებრიშვილი 22 იანვარი 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი