შენი მიტოვებული ქმარი


(ემიგრანტ მეგობარს)

შენი მიტოვებული ქმარი,
შენი სიყვარულის ქნარი,
შენი ფარია და ხმალი,
შენთვის ყველაფერი კარგი.

სახე უძილობას ამხელს,
თვალებს ვერ უსწორებს სარკეს,
ტრფობა გაჰყოლია ქარებს,
თავზე დასტრიალებს ბავშვებს.

შენი მიტოვებული ქმარი,
კერაში მინავლული ალი,
შენი სიყვარულით მთვრალი,
ხარ მისი საოცნებო ქალი!

მისი მონატრების ცრემლით,
შენი ბალიშები სველი,
და ეს განშორება, – ძნელი,
ფიქრში მოალერსე ხელი.

ჩემი სიყვარული მჭკნარი,
ჩემზე მოქვითინე ქარი,
არც ისე წრფელია და ნაღდი,
ჩემი მიტოვებული ქმარი.

ნინო მღებრიშვილი
26 დეკემბერი 2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი