დიახ, ძვირფასო!


შენ მე მეძახი, გიყვარვარ და სუყველგან მეძებ,
თუმც ერთად ვცხოვრობთ, უჩემობით ერთ წუთსაც ვერ სძლებ.

მიხმობ, შველას მთხოვ, მეკითხები, ხან რჩევას მაძლევ,
დიახ, ძვირფასო, გპასუხობ და მპოულობ წამსვე...

გინდა მიყურო... ყოველწუთას გსურს გვერდით გახლდე,
და სიყვარული ისევ ცელქობს ჩვენს ჭერქვეშ ასე.

მე კი მინდა, რომ სულ მესმოდეს ეგ ხმა, უბადლო,
რომ დაძახილზე გპასუხობდე: დიახ, ძვირფასო!

ნინო მღებრიშვილი
30 მაისი 2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი