არ იტირო, საქართველო!
სამშობლოსთვის გარდაცვლილნი, მოჰყავთ გმირნი, სასახელო, გმირები ხომ არ კვდებიან, არ იტირო, საქართველო! იამაყე ამ ბიჭებით, სისხლი შენთვის დაუღვრიათ, და სიცოცხლე სამსხვერპლოზე წმინდა სანთლად აუნთიათ. დედის ცრემლი გულს გეღვრება, შვილები გყავს, სანაქებო, ცრემლი არვის დაანახვო, არ იტირო, საქართველო! მტერი გულღრძო და ვერაგი ვერასოდეს დაგიმონებს, მჯერა ჩემი საქართველო, მხოლოდ გმირებს დაუჩოქებს! ნინო მღებრიშვილი 24 მარტი 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი