ქარო!


უმისამართოდ დახეტიალობ,
დაჰქრი, ავობ და ჩქარობ,
შენი სიცივე სულს ჩამეღვარა,
თქვი, ვის დაეძებ ქარო...

ვინ დაგეკარგა, ვისთვის ქვითინებ,
ეს ვის მონახვას ლამობ,
გრძნობა – ლამაზი გულს ჩაგრჩენია,
გადარეულო ქარო.

ეგ გაბრაზება ცრემლებს მადენს და
გულს ყინულივით ადნობს,
დღეს შენზე ვდარდობ,
სიყვარულისთვის
ატირებულო ქარო!

ნინო მღებრიშვილი
14 თებერვალი 2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი