*** (შენგან ნასროლი ტალახის)
შენგან ნასროლი ტალახის, წვეთიც კი არა მცხებია, რადგან ჩემს გზაზე ლამაზი, ცისფერი მწვერვალებია! მზისკენ მივფრინავ მარხილში შებმული მუზის რაშებით, ვერ დამეწევი, რაც უნდა მსდიო ყვავილთა ფარჩებით. გზას სიყვარული მინათებს, ცაში ვარსკვლავნი მელიან, შენგან ნასროლი ტალახის, წვეთიც კი არა მცხებია! ნინო მღებრიშვილი 12 იანვარი 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი