*** (ისევ მომეფერე)


ისევ მომეფერე, ისევ შემიყვარე,
თვალი შემიმშრალე, – წყლიანი,
თორემ შემოდგომა კარზე მოგვდგომია,
ქარი დანავარდობს, ტიალი...

მოდი სიყვარულო, ისევ მენატრები,
გულის დამიბრუნე ფრიალი,
მოდი, ფოთოლცვენა ერთად ვიზეიმოთ,
ფოთოლთ ჩურჩული და შრიალი.

ისევ მოდი ჩემთან, ისევ ამამღერე,
დილა გამითენე, – მზიანი!
სულში ჩამეღვარე, ცრემლად დამეღვარე,
ლექსი წამიკითხე ფრთიანი!

მოდი, მომეფერე, მოდი შემიყვარე
თვალი შემიმშრალე წყლიანი...

ნინო მღებრიშვილი
29 ოქტომბერი 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი