თუ ვინმემ ნახოთ...


თუ ვინმემ ნახოთ ჩემი გოგონა – 
თვალებმაყვალა,
მხიარული და უმწიკვლო ისე,
ვით უდარდელი წყარო ანკარა!
ფრიალა კაბით, ანცი ღიმილით,
თეთრი ვარდებით,
ნუ ეტყვით: – წადით, თორემ პატარავ, 
შემიყვარდებით!
დაე, იფრინოს და იფრთხიალოს
როგორც ლამაზმა, ღაბუა ჩიტმა,
მხოლოდ შორიდან მიაყურადეთ,
შემთხვევით გული არ ატკინოს პატარა ბიჭმა...
თუ ვინმემ ნახოთ ჩემი გოგონა,
თვალებმაყვალა,
უთხარით, რომ ის მისმა დედამ
გულით ატარა,–
ფრიალა კაბით, ანცი ღიმილით,
თეთრი ვარდებით,
წმინდა, ლამაზი ოცნებებით,
დიდი თვალებით!
თუ ვინმემ ნახოთ ჩემი გოგონა,
ჩემი პატარა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი