*** (მიწას იის სუნი ასდის)


მიწას იის სუნი ასდის,
გაზაფხულის დარია,
საით მიჰქრის ეს საწუთრო,
მითხარ, ჭიამაია.

სათითაოდ დავითვალო,
მინდა, შენი კოპლები,
მაგ ლამაზი კაბით, კარგო,
შენც ვინმეს ეწონები?

მიწას იის სუნი ასდის,
ლილისფერი ფერებით,
მითხარ, დედა თუ იპოვე,
მიხვალ, მიეფერები?

ნეტავ საით გაფრენილა
დედა ჭიამაია,
ეს საწუთრო ისევ მიჰქრის,
გარეთ ანცი ქარია.

21 აპრილი 2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი