ჩემი ცხოვრების რეჟისორო
დავიბადე და... დედას სახე გაუბრწყინდა ნათელი სხივით, დავიბადე და... წილად მერგო მე როლი ჩვილის. ცხოვრების ფილმში ვითამაშე მრავალი როლი, ვიყავი შვილი, და, მოსწავლე, მზრუნველი ცოლი... ვინ მოსთვლის როლებს, რაც მარგუნა განგებამ წილად, ვიყავ სტუდენტიც, მეზობელიც, მაწვიმდა ხშირად... ვიღაცის მუზაც, ემიგრანტიც, მშობელი დედაც, და ყველა როლი, ჩემი სულის სიმტკიცეს სჭედდა. მინდვრის ყვავილებს ვკრეფდი ლაღად მეგობრებს შორის, მინდოდა, მსურდა, მეთამაშა პოეტის როლიც... როს პედაგოგი ვასწავლიდი სიკეთის ენას, მწამდა, სამშობლოს ვაყვარებდი უკლებლივ ყველას. ჩემი ცხოვრების რეჟისორო, მოგმართავ თხოვნით, გთხოვ, არასოდეს მათამაშო იუდას როლი! 18 მარტი 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი