შენი ცრემლი მღეროდა
ჩემს ფანჯრის წინ ლურჯი წვიმა ნეტავ რაზე მღეროდა, ქვეყნად არვინ იცოდა, რომ გული შენ ერთს გელოდა. თვალი შენ ერთს დაგეძებდა, გრძნობა შენზე ჰყვებოდა, წლებიც კუნტრუშ – კუნტრუშით ერთმანეთს მიჰყვებოდა. ჩემს ფანჯრის წინ წვიმა არა, შენი ცრემლი მღეროდა, ამ ლამაზი სიყვარულის დაკარგვის არ სჯეროდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი