*** (ჩემს დედას, რომელმაც შვილები დამიზარდა)


შენ ჩემს ბავშვობას რთავდი ფერებით,
ლაღი ფიქრებით აფრქვევდი სითბოს,
ახლა ნაჯაფარ, დედურ ხელებით,
დედური გულით სიბერეს მიქსოვ...

შენი სიკეთე ლამპრად უნთია,
ჩემი შვილების სავალ ბილიკებს,
იქ, სადაც მთაში ირმის გუნდია,
ხოლო ბარად კი წყარო ლიკლიკებს...

მშობელო დედავ, დიდო დიდედავ,
ამაგდარო და ნათელო ქალო,
გიკოცნი ხელებს, – სულ რომ გვჭირდება,
მეამაყები და შენით ვხარობ!

3 აპრილი 2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი