ვარდი და პოეტი
ვარდი ტიროდა, მარტოობა ედო ბორკილად, იდგა სიჩუმე, დაჰკარგვოდა ფერი სამყაროს, გულსევდიანი, უხილავი პოეტის ლანდი, ჩუმად უცქერდა სხვის სიყვარულს, – ქარში დანატოვს... სადღაც მღეროდნენ, ზარ – ზეიმის იდგა ყიჟინა, ბედნიერება ზეიმობდა კვარცხლბეგზე ასვლას, და სიხარული – ჟრუანტელად დავლილი ტანში, მთვრალი ბახუსის სიყვარულის ფიალას სვამდა! გარეთ კი... გარეთ პოეზიის ცეკვავდა მადლი, ვარდი ტიროდა – სიჩუმეში ობლად შთენილი, ნელი ნაბიჯით მიდიოდა პოეტის ლანდი – მარტოსული და ვარდის სურნელშემორჩენილი. 24 ივნისი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი