სული მიფრინავს...


სული მიფრინავს...
დარჩენილა უკან ტკივილი,
სული მიფრინავს,
განწმენდილა მისი ღიმილი.
გაფრენის შემდეგ
ყველა ხედავს როგორ უვლია,
და ახლობლები მის სამყოფელს
ნათელს უთვლიან...
ისიც მოსულა, ვინც ამ ქვეყნად 
მას არ სცნობია,
რადგანაც მადლი სიკეთისა
მასაც სცხობია.
სული მიფრინავს...
ჩაუცვია თეთრი მანტია,
მიჰყვება ცრემლი
და ყვავილი – გზაზე ფანტია!

24 მაისი 2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი