პაემანზე


პაემანზე მიდის გოგო,
გოგო – თვალებხატულა,
უიმედო სიყვარული 
სადღაც გადაკარგულა.

ცაცხვის ხესთან ბიჭი უცდის,
ბიჭი შავი, შავტუხა,
ქარო, მათი საიდუმლო,
ქვეყნად არვის არ უთხრა.

შეხვედრისას ცას ვარდისფრად
ეფაკლება ღაწვები,
მათი გულის ძგერის ხმაზე
იღიმება მთაწვერი.

პაემანზე სანატრელი,
დაე, მუდამ გველოდეს,
სიყვარულის უკვდავება 
პაემნით იწყებოდეს...

3 ივლისი 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი