გამიფერადე...


გამიფერადე გვირილების თეთრი სამყარო,
ლექსად ამენთე, გამაგონე ხმა თოლიების,
რომ ვერასოდეს ვეღარავინ ვეღარ გაგვყაროს, 
რომ ჩვენს სიყვარულს შეჰხაროდნენ მაგნოლიებიც...

მოდი, მითხარი რომ გიყვარვარ, კოცნა გწყურია,
რომ სიყვარული გიპოვნია დიდი წვალებით,
მე ტანთ ჩავიცვამ გაზაფხულის წვიმისფერ სამოსს
და ჩვენს სიყვარულს, – სათუთ გრძნობას მოვეკრძალები...

გამიფერადე
გვირილების თეთრი სამყარო,
ჩემს ცისფერ ზღვაზე იფარფატე როგორც თოლიამ,
მოდი, მაგემე ახდენილი ოცნების ღვინო,
ამ ღვინოს თურმე საოცარი გემო ჰქონია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი