წყლის სარკეში


წყლის სარკეში მოკეკლუცე
ხეო, – ცისფერთვალა,
მითხარ... მითხარ, ასე კარგი
ვინ არ შეგიყვარა?..

ვინ გაბედა ცივად ჩავლა,
არ შეჩერდა წამით,
ნეტავ ვისმა სიყვარულმა
აგარიდა თვალი...

ცისფერ ღიმილს გულზე იბნევ,
სიყვარულის ღილად,
წვიმის ცრემლი დაგმშვენდება
მარგალიტის მძივად.
სულ სხვა მოვა, უფრო კარგი,
გაგინათებს დილას!

წყლის სარკეში მოკეკლუცე
ხეო, ცისფერთვალა,
მითხარ, კარგო, ვინ გაბედა
და არ შეგიყვარა!...

4 აპრილი 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი