აწყვეტილი ღილები
მოლოდინად ქცეულა, ეს ლამაზი მთა – ველი, ითვლის... ითვლის რამდენი დარჩენილა ქართველი. ცხრა მთას იქით წასულან, მისი კოხტა შვილები, მონატრებულ სამშობლოს აწყვეტილი ღილები. სევდიანი ღიმილით, სხვაგან სთესენ სიკეთეს, ზოგიც გულდაწყვეტილი ბუდეს იქვე იკეთებს... როდის დაბრუნდებიან, დარდობს დედა – მშობელი, საყვარელი შვილების სევდიანი მხმობელი. გესმით? – ჩვენ გვეძახიან, გესმით? – მამულს ვჭირდებით, – ისმის გადაძახილი აწყვეტილი ღილების. მოლოდინად ქცეულა, ეს ლამაზი მთა – ველი, ითვლის... ითვლის რამდენი დარჩენილა ქართველი. 7 აპრილი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი