ქალო!
ქალო, ოქროსთმიანო, ყურძენივით დამკრახულო, პირმცინარო, მზიანო, ყვავილების გაზაფხულო! დახატულო, დაკალმულო, მკერდმაღალო, შარმიანო, ვარსკვლავივით მოციმციმევ, ღრუბელივით ნამიანო. კარგ ვაჟკაცთა ოცნებავ და თავთუხივით მადლიანო, ქალო, კეთილსალმიანო, გაამრავლე ჩვენი ჯიში, უბრალოდ არ ჩაიარო! 1 მარტი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი