როცა სიყვარული გტკივა...
როცა სიყვარული გტკივა, გულში დათარეშობს ქარი, როცა მარგალიტად გცვივა, ნატვრა, ალეწილი წამის... გრძნობა ჩაგჩურჩულებს: "მოვა!" ყველგან მის ნაკვალევს ეძებ, მერე დაიწყება თოვა, ფიფქი დაგადნება თმებზე, ვიღაც უსათუოდ მოვა, ფრთხილად შეგეხება ხელზე. როცა მარტოობა გტკივა, სევდა დათარეშობს გულში, ვიღაც უეჭველად მოვა, რადგან უსასრულოდ უცდი... 15 თებერვალი 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი