ფანტელებმა მომიქარგეს თმები
ფანტელებმა მომიქარგეს თმები, შენ კი ფიქრობ, გამპარვიან წლები, სიყვარულის კვლავ ჩამესმის ხმები, არ გეგონოს ყურძნის ცრემლით ვთვრები. მიყვარხარო, თუ წამოსცდა ნიავს, გულის კარებს დავუტოვებ ღიად, ტრფობა ისევ ძველებურად შემშლის, გამახარებს კვლავ ჭიკჭიკი მერცხლის! ფანტელებმა მომიქარგეს თმები, შენ კი ფიქრობ, გაფრენილან წლები!... 22 დეკემბერი 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი