წუხელ დუქანში


წუხელ დუქანში ვქეიფობდით მე და ნიკალა,
მთვარე ვარსკვლავებს უყვებოდა მიჯნურთა ზღაპარს,
და მნათობებიც მაღლა ციდან ჩუმად უმზერდნენ,
დუქნის სარკმელში თვალს უკრავდნენ საყვარელ მხატვარს.

ის კი ლხინობდა... არხეინად წრუპავდა ღვინოს,
მრგვალი მედუქნე სიხარულით უვსებდა ჭიქას, 
"სულით მდიდარი, ჯიბით ღარიბი, ნეტავ რას ფიქრობს,"
ვნატრობდი, "თვისი საწუხარი იქნება მითხრას."

როცა ზარხოში გასხივოსნდა, გაკრთა თვალებში,
როს გენიოსმა გადახედა ცარიელ სუფრას,
მითხრა; – ღვინოში დარდი მღერის, ვხედავ და მესმის,
და სიყვარული სილამაზედ ფერებში სუნთქავს!

წუხელ დუქანში ვქეიფობდით მე და ნიკალა,
ღვინით, ო, არა! მეინახით ვიყავი მთვრალი,
და ეს უბრალო სიდიადე ძლიერ მხიბლავდა,
ვაგლახ, რომ მისთვის არ ვიყავი ნანატრი ქალი!

11 ივნისი 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი