შენი ქორწილის საღამოს...
შენი ქორწილის საღამოს, მოულოდნელად გაწვიმდა, დედამიწაზე ყვავილი, ცაში ღრუბელი ატირდა. ნიავმა მიეთ – მოეთით მიჰყარ – მოჰყარა ჭორები, პირველად, ჩემს სიცოცხლეში, მე უკვე აღარ გელოდი... ფერი იცვალა სამყარომ, ღიმილი გაჰქრა სახიდან, ბედნიერების ვარსკვლავი ჩაჰქრა, უჩუმრად წავიდა. შენი ქორწილის საღამოს, ფერი გახუნდა ფერადი, იმედი სადღაც გაფრინდა, გზები – სავალი შენამდის. შენი ქორწილის საღამოს, მთაში ირემი აყვირდა, და გრძნობა ობლად შთენილი, გულში უსიტყვოდ ატირდა! 29 დეკემბერი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი