წვიმას!


ციდან მოხველ ისე წყნარად,
ისე წრფელად, სათუთად,
სიყვარულის ცრემლს მოჰგავხარ,
ჩამოვარდნილს მალულად.

ყვავილებმა შემოგცინეს,
მთამ გაგიხსნა წარბი და
შენმა სევდამ დაამწუხრა,
ირგვლივ ყველა ატირდა..

მთის ბროლივით ბრწყინავ თმაში,
სულს ატყვია იარა,
შენმა ცრემლმა სხვას უშველა,
შესვა შენი ფიალა!

შენი გრძნობის აბაზანამ
სხვას სიცოცხლე შთაბერა,
წვიმა, წვიმა მოვიდაო,
ცეკვავს ბაბუაწვერა...

ციდან მოხველ ისე წრფელად,
ისე წყნარად, უჩუმრად, 
მიგამგვანეს ნატიფ ქალს და
დაგიძახეს ჟუჟუნა!

6 აპრილი 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი