0 41

თოვლში თეთრი ცხენები...


თოვლში თეთრი ცხენების
გულს მითრთოლებს თარეში,
სიყვარულის ფერები 
ჭკნება სიმწუხარეში.

დედამიწას უბადლო
თეთრი კაბა აცვია,
თოვლისფერი ცხენების
საუცხოო გრაცია...

თოვლში თეთრი ცხენები,
ნეტავ საით მიჰქრიან,
სიყვარულის სიცოცხლის
საოცარი წუთია...

თოვლში თეთრი ცხენების
გულს მითრთოლებს თარეში,
სიყვარულის ფერები
ჭკნება სიმწუხარეში!

29 იანვარი 2017
კომენტარები (0)