მზესავით ნათელო ჭაბუკო!
შენ დარჩი ოცნების ჭაბუკად, ასეთი კარგი და ცისფერი, ვერცხლი გიბრწყინავდა თმაში და, იმედი მოგქონდა იმდენი... გული შეფრთხიალდა ჩიტივით, შეგხედე, გამითბა ოცნება, იყავი ლაღი და თამამი, სანთლად ანთებული ლოცვებად. ცრემლებად დაღვრილი წარსული, სულში აკაშკაშდა ფერებად, მზესავით ნათელო ჭაბუკო, ცხადი იყავი თუ ჩვენება... ვეფხისტყაოსნიდან მოსული მთავარი გმირივით ძლიერო, გაჩენისთანავე გამქრალო გრძნობავ, სიცოცხლეზე ხნიერო. შენ დარჩი ოცნების ჭაბუკად, ასეთი კარგი და ცისფერი, ვერცხლი გიბრწყინავდა თმაში და ხურჯინით მოგქონდა იმედი! 27 მარტი 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი