ჩემი გულის საკანში...
ჩემი გულის საკანში გამოგკეტე მალულად, დაგეძებენ, ჰკვირვობენ: – საით გადაკარგულა... სიყვარულის რაშებით დაწყებულა მარულა, ამ ჩემს გულში ტყვედ მყევხარ, შენ გდარაჯობ ფარულად. ჩემი გულის კარები გადავრაზე მაგრად, აქ მოძებნა, ძვირფასო, ვის მოუვა აზრად?... 7 დეკემბერი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი