ახალ წლის ღამეს...
ახალ წლის ღამეს მოულოდნელად მოსულ სტუმარს გაუღე კარი, ნუ შეწუხდები, თუკი მეკვლეს დაასწრო მოსვლა, ნუ დააყოვნებ, შესთავაზე სასმელი ყანწით, და შემოუშვი შენს კერაზე კაცი და ლოცვა! ახალ წლის ღამეს... დავივწყოთ ყველა განცდა, ყველა წუხილი, ძველს გავატანოთ ჩვენი ბედის ძველი იარა, თუკი განგებამ დაგვიწესა მოსვლა ტირილით, დაე, ამ ღამით სიხარულის შევსვათ ფიალა! ახალ წლის ღამეს, იმედებად მოვიდეს მეკვლე, და უფლის ლოცვით სავსე იყოს მისი ხურჯინი, ვიმხიარულოთ, სიხარულის დამდგარა ჟამი, ძველს გავატანოთ ჩვენი ყველა ძველი წუხილი. ახალ წლის ღამეს... მოულოდნელად მოსულ მეკვლეს გაუღე კარი, ნუ შეწუხდები, თუ შენს რჩეულს დაასწრო მოსვლა, უფალის მიერ გამოგზავნილს მიართვი ყანწი, და შემოუშვი შენს ოჯახში კაცი და ლოცვა! 31 დეკემბერი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი