ემიგრანტის ნატვრა
თონის პურის სურნელება დამათრობდეს, წითელ მაჭარს მთავაზობდეს ქვევრი, ქვეყნად უფლის სამართალი ბალახობდეს, მეცვას კაბა, – სიყვარულის ფერი... მყვირალობას ირმის ჯოგი ნავარდობდეს, მეგობარი მყავდეს პირში მთქმელი და სიკეთე პატარებთან თამაშობდეს, გამოწვდილი მქონდეს ნდობის ხელი. რუსთაველის სიბრძნე ფხიზლად მდარაჯობდეს, ჭიხვინებდეს სოფლად ლურჯა ცხენი, მამა – პაპის შეგონება სულ მახსოვდეს, მარცხდებოდეს საქართველოს მტერი! თონის პურის სურნელება დამათრობდეს, დედის ტკბილი იავნანის ხმები, ჩიტუნების ცქერა ცაში სულს ათბობდეს, მეცვას კაბა, – ყვავილების ფერი! 6 აპრილი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი