*** (დილა თეთრად მითენდება) დაწერილია გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების დღეს.
დილა თეთრად მითენდება, მოდის ფერად ფერებად, რა იქნება მაშინ, როცა აღარ გამითენდება... ჩიტუნების გადაძახილს, როცა ვეღარ მოვისმენ, ცხრათვალა მზეს ვერ ვიხილავ, ღიმილს ვეღარ მოვიხდენ. ცა იქნება ისევ მშვიდი, ისევ ისე ნათელი, ალბათ ცრემლად დაიღვრება პაწაწინა სანთელი. ცხოვრების გზა ასე რთული, თან გამყვება დარდებად, ვლოცავ ყველას, ვინც ამ ქვეყნად ამ დღეს დაიბადება! დილა თეთრად მითენდება, მოდის ფერად ფერებად, რა იქნება მაშინ, როცა აღარ გამითენდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი