*** (გალაკტიონს)


ფანჯრის რაფაზე მოლოდინად ღამენათევი,
მინდა გაჩუქოთ სიყვარული და ერთგულება,
რადგანაც კაცი, – ასე წრფელი და ნამთვრალევი,
უძვირფასესო, ქვეყნად არვინ არ მეგულება.

მინდა, რომ თქვენთან მომაქროლონ ლურჯა ცხენებმა,
ცხოვრების ეტლი მოუკაზმავთ თეთრად გვირილებს,
ჩემო მგოსანო, უკან გიძღვნით ცისფერ ოცნებებს,
ქალის ცრემლებში მოკიაფე წმინდა ღიმილებს.

თუ არ მიყვარხართ, მაშ რატომ მაქვს თვალები სველი,
თუ არ მოგელით, რატომ ვზივარ ფანჯრის რაფაზე,
რად დამემალა, რად გახუნდა ყოველი ფერი,
გათენებამდე რას დავეძებ ღამის დაფაზე?...

ფანჯრის რაფაზე მოლოდინად ღამენათევი,
მინდა გაჩუქოთ სიყვარული და ერთგულება,
რადგანაც კაცი, – ასე წრფელი და ნამთვრალევი,
უძვირფასესო, ქვეყნად არვინ არ მეგულება!

25 ივნისი 201

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი