ჩემო ფერია (თიკუნას)


შენი თვალები, დიდი თვალები,
წმინდა ოცნების ფერია,
მომენატრები, მომეძალები,
სადა ხარ, ჩემო ფერია...

გულს გაბნევია წყაროს სიცილი,
წამწამის ჩრდილი გფენია,
ასე ლამაზი, ასე კეთილი
მიყვარხარ, ჩემო ფერია!

შენთვის დაკრეფილ მინდვრის ყვავილებს,
მზის სითბო გამოჰყოლია,
ეს მე ვარ, შენი უხმლო რაინდი,
სხვა ვინმე ხომ არ გგონია?!

შენი თვალების ღიმილს ვფიცავარ,
გულს ტრფობა შემომფრენია,
დაგელოდები წმინდა ტაძართან,
დაგელოდები, ჩემო ფერია!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი