დედა!
მე გიყიდი ყვავილების კაბას, რადგან მუდამ სულ შავებში გხედავ, ერთხელ მაინც ამიხდინე ნატვრა და ჩაიცვი, საყვარელო დედა! ცხოვრებაში უტეხსა და მედგარს, უამრავი ქარბორბალას მომრევს, რად გაშინებს ჭრელი კაბა, დედა, რად გაურბი სიხარულის მორევს. ჩემს ბავშვობას, – მხიარულს და მზიანს, თალხი კაბა ადარდებდა, დედა, მინდოდა, რომ ჩუმად მომეპარა, შემეღება ცისარტყელას ფერად! მე ჩაგაცმევ ყვავილიან კაბას, რომ გხედავდე მხიარულს და ლამაზს! 19 თებერვალი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი