*** (წუხელ ვერ ვიყავი კარგად)


წუხელ ვერ ვიყავი კარგად,
გულში წამომტკივდა სევდა:
"ახლა უსამშობლოს ვგავარ,
როგორ გავათენებ ნეტა?..."

რაღაც ვერ ვიყავი კარგად, 
ჩუმად ჩურჩულებდა სევდა,
ნაღველს მიქარვებდა თამამს,
შენი "გენაცვალოს დედა!"

16 მარტი 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი