*** (ყვავილებმა დაიბანეს პირი)
ყვავილებმა დაიბანეს პირი, შუბლზე ოფლი მოიწმინდა ზეცამ, გულში ჩუმად დაგუბებულ ტკივილს, თურმე ჩვენი განშორება ერქვა. წყარო ჩუმად მიყვებოდა შენზე, შენი სუნთქვა მოჰყვებოდა ნიავს, აღარ გელი, არა, აღარ გეძებ, და წარსული ცრემლებს უხმოდ მიაქვთ. ისევ მარტო გავუყვები ქუჩას, სიყვარული ატირდება სულში, ჩვენი გრძნობის სპეტაკ ჭირისუფალთ, თეთრ გვირილებს ჩავიხუტებ გულში. ყვავილებმა დაიბანეს პირი, შუბლზე ოფლი მოიწმინდა ზეცამ, გულში ჩუმად დაგუბებულ ტკივილს, თურმე ჩვენი განშორება ერქვა... 18 იანვარი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი