ჯადოსნური სამყარო (ეძღვნება ფეისბუქს)
ვიღაცა ბავშვობაში მეძახის, ვიღაცა სტუდენტობას მახსენებს, ვიღაცის გულიანი სიცილი მამხიარულებს და მამხნევებს. ხმაური საოცარ სიჩუმეში, ნაცნობ – მეგობართა თავშეყრა, ცხოვრების ეკლიან სირთულეში ლამაზი ფიქრების გამხელა... ჰეიი, მეგობრებო, თუ გახსოვართ? ვიღაცა მოვარდება ქაქანით, აბა, დავითვალოთ, გავიხსენოთ, ყველა ჩვენიანი აქ არის? ... და ის ბავშვობა და სიჭაბუკე, ხსოვნაში ტკბილად რომ ეძინა, ჩუმად მოფრენილა "ფეისბუქზე" რათა მეგობრებთან ელხინა. ის, – იმ ქვეყანაზე გვიყვება, ეს, – აქეთ ვიღაცას სჭირდება, ასეთი ჯადოსნური სამყარო, უამრავ სიხარულს გვპირდება. ვიღაცა ბავშვობაში გვეძახის, ვიღაცა სტუდენტობას გვახსენებს... და ჩვენც ცრემლიანი ღიმილით, ვიგონებთ იმ წარსულს ნაფერებს! 6 აპრილი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი